„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საგარეჯოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ეს ბატონი ვახტანგია. იმ სახლის მეპატრონე, რომლის კედელზეც ჩემი ბანერი იყო დამაგრებული. კაცმა იტირა, ეს ჩემი შეურაცხყოფააო. არა უშავს. 9 ოქტომბერიც გათენდება. ჩვენ გავიმარჯვებთ და ვინც ეს პატიოსანი კაცი აატირა, მწარედ ინანებს".
შეგახსენებთ, რომ კერძო სახლის კედელზე დამაგრებული „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის ბანერი უცხო პირებმა ჩამოხიეს.