logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: 8 ოქტომბერს, სამუდამოდ ვასამარებთ ბოკერიასეულ იდეოლოგიას, ქართულ ნაციზმს, მანიაკალურ მიშიზმს!
- +

28 სექტემბერი. 2016. 21:09



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ტაბულას" ჟურნალისტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, არავითარი „თუ" არ არსებობს „ქართული ოცნების" გამარჯვებაში.


"ტაბულას" ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, ვესწრებოდი თუ არა შეხვედრას, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თურმე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების წაგების შემთხვევაში ის დატოვებს საქართველოს. აი, ამაზე ცოტა მეტად საინტერესო და ჭკვიანური კითხვა რომ დასვათ, არა??

გამქცევები, გაქცეულები, გასაქცევები და "დასაქცევებიც" ბევრი გყავთ გარემოცვაში, სწორედ თქვენ და ჩვენ ვემზადებით მხოლოდ მყარი, დამაჯერებელი გამარჯვებისთვის! არავითარი "თუ", "ქართული ოცნება" 8 ოქტომბერს იმარჯვებს უპირობოდ, ქართველ ხალხთან ერთად და სამუდამოდ ვასამარებთ ბოკერიასეულ იდეოლოგიას, ქართულ ნაციზმს, მანიაკალურ მიშიზმს",- წერს კობახიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner