logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შევძლებ ჩემი ოლქისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას
- +

28 სექტემბერი. 2016. 21:17



„ქართული  ოცნების" საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მან კარგად იცის თავისი ამომრჩევლის პრობლემები და ამბობს, რომ ყველანაირად შეცდება მათ მოგვარებას.



„რაიონის პრობლემებს უკვე ზედმიწევნით კარგად ვიცნობ. საბურთალოზე დავიბადე და გავიზარდე. ახლაც აქ, ხილიანზე ვცხოვრობ და მეტ-ნაკლებად ყოველთვის ცნობილი იყო ის პრობლემები, რომელიც საბურთალოელებს გვეხებოდა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პროცესში ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. ვიცი, რა უნდა ჩემს ამომრჩეველს, რა არის მისი დაკვეთა ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე. მოსახლეობასთან ყოველდღიურმა შეხვედრებმა ბევრად ღრმად ჩამახედა პრობლემებში და დამეხმარა, გარკვეული გეგმაც შეგვემუშავებინა. მე, როგორც პარლამენტარი, ხელს შევუწყობ მიღწეული მონაპოვრის გაუმჯობესებას. მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევძლებთ მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემის მოგვარებას. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ განათლებასა და დასაქმებას", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

„ჩემს გუნდთან, „ქართულ ოცნებასთან" ერთად, ბევრად უკეთ შევძლებ ჩემი ოლქისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას, ვიდრე ნებისმიერი ჩემი კონკურენტი.


მე ვარქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს მე-6 ოლქში. გუნდისა, რომლის დროსაც დასრულდა ტერორი ქვეყანაში და ადამიანებს აღარ ეშინიათ; რომლის დროსაც საქართველო მეტად ორიენტირებული გახდა მოქალაქეების ინტერესებზე და დაამტკიცა, რომ შეუძლია, ქვეყანა მართოს სწორად. მე ყოველთვის ვმუშაობდი საკითხებზე, რაც ადამიანების დაცვას, მშვიდობასა და კანონიერებას უკავშირდებოდა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატი შესაძლებლობას მომცემს, პირადად მივიღო მონაწილეობა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ჩემს გუნდთან, „ქართულ ოცნებასთან" ერთად, ბევრად უკეთ შევძლებ ჩემი ოლქისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას, ვიდრე ნებისმიერი ჩემი კონკურენტი", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner