ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ „ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიმარჯვა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დატოვებას აპირებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და „2016 წლის ანეგდოტს" უწოდებს.
„2016 წლის ანეგდოტი... პირველ ადგილს დავუთმობდი ისეთი მარგალიტია.
გიგა ბოკერია: გვინდა, მოვუწოდოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ საქართველო არ დატოვონ, ისინი უბრალოდ, უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში",- წერს მენაბდიშვილი.