logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: „ნაცების“ „სახეები“ ისტერიკაში არიან
- +

28 სექტემბერი. 2016. 22:44



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანირაძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:


„დღეს სრულიად ცხადია, რომ „ნაცების" ჩამოშლილ პარტიას აღარ აქვს არც არჩევნებში წარმატების და არც ბნელი გეგმების აღსრულების რესურსი. მათი პარტიული აქტივი დემორალიზებული და მოშლილია, ხოლო მათი "სახეები" სრულ ისტერიკაში არიან და ყოველდღიურად წარმოუდგენელ სიბრიყვეებს ბოდავენ.

საქართველოს ხელისუფლება, მთლიანად ფლობს სიტუაციას და არავითარი არეულობა დაშვებული არ იქნება. სააკაშვილის და მათი სხვა თანამზრახველების დრო დამთავრებულია. ამას წერტილი საბოლოოდ დაესმევა რამდენიმე დღეში. 8 ოქტომბრიდან „ნაციონალური მოძრაობა" აღარ უნდა იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში.

ამიტომ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ აუცილებლად მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ავანტიურისტებისა და მოძალადეების ბოგინს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

არცერთი ხმა „ნაცებს" და მათ მონამორჩილებს!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner