logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ხომ არ გააფრინეთ?! ვის აწონებთ თავს თქვენი მდიდარი სექსუალური ცხოვრებით...
- +

15 მარტი. 2016. 11:00


ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს:


„თქვენ მართლა ხომ არ გააფრინეთ ერთმანეთის ჯინაზე, „ბატონებო და ქალბატონებო"!!! ვის აწონებთ თავს, თქვენი მდიდარი სექსუალური ცხოვრებით? ვის აინტერესებს, გვრცხვენია და გვინდა, რაღაც ახსნა ვუპოვოთ თქვენს „პირად ცხოვრებას", ხან ხუმრობით, ხან რაღაც არგუმენტებით ვცდილობთ, ტალახი მოგაშოროთ, თქვენ კი ყოველდღე ახალ განსაცდელებს გვივლენთ. ოჯახებში შესაშვებები არ ხართ, ფუ, გათახსირება და გარყვნა ჰქვია მაგას... ვინც გინდა იყავი, პრეზიდენტი თუ ჟურნალისტი, დაიმახსოვრეთ, ამ ქვეყანაში სულ რომ უფოთლოდ იაროთ, ზნეობრივ და მორალურ ღირებულებებს თავისი ადგილი ექნება და ეს თუ გადაგვარჩენს!!! ნუ აფრიალებთ თქვენს ჭუჭყიან საცვლებს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით, ვაა, არ შეაწუხეს გული ამ გათანამდებობებულმა ბოზებმა... თავი რომ დაიცვათ, ტრ... უნდა გქონდეს დაცული!!!

 

თემა ამ რეჟიმში გადაჰყავთ: იწყება კამპანია - ფარულ ჩანაწერებში მე ვარ, მაგრამ არ მცხვენიაო! (ისე გაგიხმათ ეგ ტიტლიკანა თავ-ფეხი, მაგრამ რა ვქნათ, რამე უნდა მოგიფიქროთ, თორემ დაგვექცა ქვეყანა)", - წერს კვაჭანტირაძე.



http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2408



http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=2401


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner