„ძალიან კარგი ამბავი - როგორც იქნა ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც მძიმე დიაგნოზი აქვთ დასმული ფინანსური პრობლემა მოეხსნათ.
„ბავშვები აღარ იწვალებენ, არც მათი მშობლები, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ აღარ მოუწევთ სხვა ქვეყანაში დიდი ხნით წასვლა. ფინანსური პრობლემა მოვუხსენით ასეთი ბავშვების ოჯახებს სოლიდარობის ფონდის და სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე, თუმცა ის რომ საქართველოში არ ხერხდებოდა ამ მომსახურების მიღება ართულებდა საქმეს. მადლობა ყველას ", - აღნიშნავს კობახიძე.