სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, სამგორის რაიონში 230კორპუსია ე.წ. „ხრუშჩოვკა", რომლელთაგან 100-ზე მეტი მწვავედ ავარიულია და საცხოვრებლად აღარ გამოიყენება. როგორც შიხიაშვილმა GDS-ის ეთერში აღნიშნა, აღნიშნული პრობლემა სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი.
„დღეს 230კორპუსია ე.წ. „ხრუშჩოვკა" სამგორის რაიონში, აქედან 100-ზე მეტი მწვავედ ავარიულია, ამ ბინებში აღარ იცხოვრება. ბინით უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდში იხარჯებოდა 2 მილიონ ლარამდე. შესაძლებელია, რომ ამ თანხის უზრუნველყოფით ფინანსური ინსტიტუტებისგან მივიღოთ საკმარისი რესურსი, რათა კომპლექსურად გადაიჭრას პრობლემა. როცა ტყეში ცეცხლი ჩნდება, ჭიქა წყლით არ დარბიან მის ჩასაქრობად",- განაცხადა შიხიაშვილმა.