logo_geo
eng_logo
პირველად საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა
- +

28 სექტემბერი. 2016. 23:59



საქართველოში პირველი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა. ონკოლოგიური პაციენტები ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარებას და მკურნალობის კურსის გავლას ქვეყნიდან გაუსველად შეძლებენ. 


მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს. კლინიკის ბაზაზე ასევე ამოქმედდა პედიატრიული განყოფილება , ბავშვთა რეანიმაციითა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახურებით.


ახალი კლინიკა თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. კლინიკაში მომუშავე ექიმებმა გადამზადების კურსი საზღვარგარეთ გაიარეს.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner