ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი ყოფილი პრემიერ-მინსტრის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„ძველ ქველმოქმედებებს აღარ ჩამოვთვლი,დიდი სტატუსი გამომივა. ახლებს დავწერ ბოლო წლების პროექტებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, დასრულებული და მიმდინარე:
Black sea arena-115 მლნ. დოლარი.
რაგბის ახალი მოედნები (სასტუმროებით).
თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი - 1 მილიარდი ევრო.
სასტუმრო განმუხურში-წინასწარი შეფასებით პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით $60 მლნ დოლარს შეადგენს.
ბოტანიკური ბაღი განმუხურში-ოფიციალური ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით პროექტის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით $20 მლნ დოლარს შეადგენს.
თანაინვესტირების ფონდის რვა პროექტი რომელსაც ივანიშვილი აფინანსებს: სასტუმრო თავისუფლების მოედანი, სასტუმრო სოლოლაკი, თაბორის სარეკრეაციო სივრცე, სასტუმრო ერეკლე მეორის მოედანზე, კიდევ ერთი სასტუმრო ამავე მოედანზე, სასტუმრო განმუხური, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "მაგნოლია" ბათუმში, სასტუმრო "შეკვეთილი-574 მლნ დოლარი.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა,სტუდენტების,მოსწავლეების განათლებაზე, აღზრდაზე ზრუნვა.
მინიატურების პარკი.
მუსიკოსთა პარკი.
ვიზიტორთა ცენტრები თუშეთში და ლაგოდეხში.
ნიკო ფიროსმანის ორი ნამუშევარი საჩუქრად გადასცა მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის 60მდე ძეგლის რეაბილიტაცია (წელს).
ეკობანაკები, ორგანიზაცია "მოქალაქე".
დანარჩენს შემდგომში გავაგრძელებ...
PS. კაცი არც პრემიერია, არც პრეზიდენტი, არც მინისტრი,უბრალოდ საქართველოს მოქალაქეა და უხარია, მოსწონს, როდესაც თავის ქვეყანას უანგაროდ ეხმარება... ვის რა გაქვთ სათქმელი? ამის მეათასედი გააკეთეთ ჯერ და მერე ამოიღეთ ხმა!"