სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი ნუგზარ წიკლაურიდა აკაკი მინაშვილი, ხოლო მოგვიანებით უწყებამ დამატებით პარტიის სამი წევრი,პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი და ირმა ნადირაშვილი დაიბარა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, „ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას.
,,გამოძიების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სათანადო საპროცესო წესით დამაგრდა სისხლის სამართლის საქმეზე და მოწმის სახით დაბარებულნი იქნენ აუდიოჩანაწერში მოხსენებული საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე განაცხადეს უარი. ხსენებულ პირთა გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დგას დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით", - განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ამ დრომდე არ გამოცხადებულან.
გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად გულისხმობს.