logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე გიორგი კანდელაკს: თქვენი მმართველობის დროს, ციხეში ყოველწლიურად 700 ადამიანი იხოცებოდა
- +

29 სექტემბერი. 2016. 01:05



„ამ ჩანაწერებში კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის" სახე. ძალადობა არის თქვენი ხასიათი და სტილი, დღიდან არსებობისა",- ამ სიტყვებით ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში „ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიორგი კანდელაკს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ  მიმართა.

კობერიძემ ასევე აღნიშნა, რომ  ყოფილი ხელისუფლების დროს ხალხი შიშში ცხოვრობდა.


„ამ ჩანაწერებში კარგად ჩანს ნაციონალური მოძრაობის სახე. ძალადობა არის თქვენი ხასიათი და სტილი, დღიდან არსებობისა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც 2016 წელს, ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაჩქარების დროს საქართველოს და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ წახვედით. თქვენ ხართ პარტია, რომელიც შეცდომას უწოდებს ადამიანების დახოცვას, შეცდომას უწოდებს ტელევიზიის დარბევას...თქვენ ხართ პარტია, რომლის დროსაც ხალხი ჩურჩულით ელაპარაკებოდა ერთმანეთს, რომლის დროსაც ყოველწლიურად 700 ადამიანი იხოცებოდა ციხეში", - განაცხადა კობერიძემ



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner