logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ახლა თინას ბიძინა ივანიშვილი აღარ მოსწონს და მე მოვეწონები?
- +

29 სექტემბერი. 2016. 01:34



პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაზეთ „რეზონანსთან" თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შესახებ საუბრობს. როგორც ბესელია აღნიშნავს, ხიდაშელთან „პერსონალურ კინკლაობას" არ აპირებს, მაგრამ არაეთიკური გამონათქვამების გამო მისგან პასუხს მიიღებს.


„როცა პოლიტიკოსი პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადის, ეს მის ნაკლებ კულტურასა და სისუსტეზე მეტყველებს. ადრე ერთ-ერთ კომენტარში ჩემზე თქვა - დიდი ხნის მეგობარიაო... მე არ ვთვლი მეგობრად, მაგრამ არც მტრად. დიდი ხანია ვიცნობ, თან კარგად... ჩემთან დოკუმენტების გადმოგზავნას რაც შეეხება, გამოუგზავნია, ყოფილა ასეთებიც. თუმცა, ამ შემთხვევაში ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი - საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტში მათი ინიცირებული დოკუმენტი არ მინახავს. ისიც კი არ იცის, რომ პარლამენტმა 2004-2012 წლებს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უკვე მისცა და დიახ, ეს დოკუმენტი მე და ჩემმა კომიტეტმა მოვამზადეთ. ამის თაობაზე თუ არ სმენია, დათო მოუყვება.

 

პერსონალურ კინკლაობას არ ვაპირებ. როცა ნებისმიერ გამონათქვამს არაეთიკურად ჩავთვლი, პასუხს მიიღებს. საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემზე. სხვისი მასშტაბი და ღირსება რომ შეაფასო, ამისათვის ინგლისურის კარგი ცოდნა კი არა, მასშტაბში აზროვნება და შეფასების კარგი უნარია საჭირო. ახლა თინას ბიძინა ივანიშვილი აღარ მოსწონს და მე მოვეწონები?" - განაცხადა ბესელიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner