პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში რევლოუციის მოაწყობად "რუსთავი2″-ს რესურსი არ აქვს. ცინცაძემ აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუცია" არა ტელევიზიამ, არამედ მაშინდელმა მუხტმა და საზოგადოებრივმა განწყობებმა განაპირობა. ამ მხრივ კი დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება და ის არ განმეორდება, რადგან ეტაპი უკვე გავლილია.
„რუსთავი 2″-ს არ გააჩნია იმხელა გავლენა საზოგადოებაზე, რომ სააკაშვილს მისი იმედი ჰქონდეს. ამ ტელევიზიას თავის სასამართლო პროცესზე მაქსიმუმ 500 კაცი გამოჰყავდა. კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა, რომ ერთ ოპოზიციურ ტელევიზიას რევოლუცია მოეწყოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ "რუსთავი 2″-მა მოაწყო თავის დროზე "ვარდების რევოლუცია", ძალიან ცდება.
იქ სულ სხვა პირობები და რეალობები იყო. ეს გამორცხულია, ამიტომ ამ ჩანაწერს არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი, რადგან ვიღაცას ელაპარეკება რევოლუციაზე, გადატრიალება მოხდება. გამორიცხულია, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის იმდენად დამუხტული, რომ გადატრიალება მოაწყოს. ეს ეტაპი გავიარეთ." - განაცხადა ცინცაძემ.