logo_geo
eng_logo
ლუბა ელიაშვილი: სააკაშვილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ბრალს დებდა წარმატებულ ბიზნესს!
- +

17 თებერვალი. 2016. 14:12

ტელეკომპანია „იბერია TV“-ს საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლუბა ელიაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემა „პრიორიტეტში“ 12 წლის წინ ტელეკომპანიის დარბევის ფაქტი გაიხსენა. მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ დარბევასა და „იბერიაTV“-ს დახურვაში არის მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა.

 

„სამართლიანობის აღდგენამდე ალბათ ჯერ კიდევ გასავლელია გზა, რადგან ამის გაკეთება ძალიან რთულია,  განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ასეთი სერიოზული ზარალია მიყენებული არა მხოლოდ ფირმისთვის, არამედ კონკრეტული ადამიანებისთვისაც.

 

რამდენიმე გადაცემაში ვახსენე, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა მდგომარეობდა იმაში, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, თავს უფლებას აძლევდა, მაქსიმალურად შეელახა იმ ბიზნესის სახელი, რომელშიც ჩვენი დამფუძნებლები მონაწილეობდნენ წარმატებული ბიზნესის სახელით. ეგონა, ამით ჟურნალისტებს მარტივად დაშლიდა და გადაიბირებდა ისე, როგორც ეს შემდგომში არაერთხელ მოხდა, მაგრამ მათ გასაოცრად ჩვენ  ერთი მთლიანი და შეკრული გუნდი აღმოვჩნდით. ძალიან მიხარია, რომ გუნდის წევრებს დღეს სტუდიაში ვხედავ, ისინი კვლავ მუშაობენ. მაშინ ჩვენმა ერთობამ საზოგადოებას „იბერია“ სხვა თვალით დაანახა.

 

მიხეილ სააკაშვილი კი ამბობდა, იმ ბიზნესმენს, რომელიც 200 ადამიანს დაასაქმებს, შვილს მოვუნათლავო (მან პატრიარქის კვალდაკვალ გადაწყვიტა ასე მოქცევა), მაგრამ მაშინ, როცა „იბერიაში“ ეს ამბავი მოხდა, არა 200, არამედ 5 000 ოჯახი დარჩა უმუშევარი.

 

იმდენად დარწმუნებულები და ერთიანები ვიყავით, რომ ვერაფერი  მოახერხეს, თუმცა, სააკაშვილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ბრალს დებდა წარმატებულ ბიზნესს და ამ ბიზნესზე გალაშქრების ერთადერთი მიზანი მხოლოდ წარმატებულობა იყო. „იბერია“ წარმატებული ტელეკომპანია იყო, რომელზეც მაშინდელი ხელისუფლების არანაირი გავლენა არ ვრცელდებოდა, გვქონდა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა. მადლობა ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ტელეკომპანიიდან, რომლებიც მაშინ ჩვენს გვერდით იდგნენ, იღებდნენ და ეს კადრები დღესაც შემონახულია“, - განაცხადა ელიაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner