საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი სოციალურ ქსელში „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და წერს:
„ესენი რომ კრიმინალთა ბანდაა ცნობილი ამბავია! სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება სხვაგვარად როგორ უნდა გამოიხატოს? მაინცდამაინც სისხლი უნდა დაიღვაროს? უსწრაფესი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, ესაა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა. თორემ ხვალ ისევ ეს ქვეყნის დამაქცევარები იტყვიან ხელისუფლებაზე უნიათოები ხართო, და მართალიც იქნებიან. ასეთი დანაშაულის პატიება, თუნდაც გატარება არ შეიძლება. სრულყოფილი გამოძიებაა საჭირო. 26 მაისს ათასობით კაცი იმიტომ დაგვიჭირეს და გვაწამეს ამ მანქურთებმა, რომ თითქოს გადატრიალებას ვაწყობდით. ეხლა კი რა ხდება? ეს ხალხი სულ საშიში იქნება სახელმწიფოსთვის, ამიტომაც სამართებლივი შეფასებაა საჭირო!"