logo_geo
eng_logo
ყოფილი პატიმარი დუმილს არღვევს...
- +

29 სექტემბერი. 2016. 02:58



ყოფილმა პატიმარმა ალექსანდრე ახალკაცმა სანდრა რულოვსის, მიხეილ სააკშვილის, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინისა და კახა ლომაიას წინააღმდეგ პროკურატურაში ჩვენება მისცა.


„წიგნი, რომელიც მე ციხეში ყოფნის დროს დავწერე,  არის ერთ-ერთი მხილების ფორმა. სისტემური დანაშაული, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განახორციელდა მიხეილ საკაშვილიდან დაწყებული, კალმახელიძით,  ლომაიასა და შაშკინით დამთავრებული. ბუნებრივია, პრეზიდენტი იყო ამ ყველაფრის თავი და თავი, რომლის დაკვეთითაც უნდა მომხდარიყო ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მივცემ ჩვენებებს. პრინციპში ჩემი წიგნიც, რომელიც ციხეში დავწერე 2010 წელს, თავად არის  ჩვენება. ეს დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით არის დაწერილი. გარდა ამისა, ალბათ ეს იქნება პირველი ფაქტი, როდესაც სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი სქემის შესახებ ჩვენებას.  ეს  ქალბატონი თანხებს შოულობდა „წითელი ჯვრის" საშუალებით. ეს ეხება ტუბერკულოზის მედიკამენტების სქემას, რომლის შესახებ მე დადასტურებული ინფორმაცია მაქვს. მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურა მყისიერ რეაგირებას მოახდენს",- აღნიშნა ახალკაცმა პორკურატურაში დაკითხვამდე.


მისივე თქმით, ეს არის  სქემა, როდესაც მიზანმიმართულად ხდებოდა პატიმრებში, ტუბდისპანსერში "დოცის" პროგრამაში წამლების შეწყვეტა, შემდეგ აქედან გამომდინარე ეს პატიმრები ხდებოდნენ რეზისტენტულები.


„ეს იყო ხშირი წყვეტა ამ წამლების, რადგან ეს ადამიანები გამხდარიყვნენ რეზისტენტულები. მერე სვამდნენ "დოცი +" პროგრამაში, ეს არის უკვე ე.წ. ქრონიკული ტუბერკულოზის პროგრამა, სადაც თანხები იყო გაცილებით დიდი მედიკამენტებისთვის გამოყოფილი, მაგრამ წამლები რჩებოდა იგივე. წამლები საერთოდ არ შემოდიოდა ტუბდაწესებულებაში. მთელ ამ სქემას კურირებდა სანდრა რულოვსი, როგორც „წითელი ჯვრის" წარმომადგენელი. „წითელმა ჯვარმა" ამის შესახებ არც არაფერი არ იცოდა. ამ სქემით სანდრა რულოვსი შოულობდა ძალიან დიდ თანხებს. გარდა ამისა, ციხეში გარდაცვლილი პატიმრები გამოყავდათ ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერში და იქ აფორმებდნენ როგორც გარეთ გარდაცვლილს. სინამდვილეში ეს ადამიანები იღუპებოდნენ ციხეებშივე",-ამბობს ახალკაცი.


მისივე თქმით, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა,  თავად სასჯელს იხდიდა და უშუალოდ აქვს ნანახი ყველა ფაქტი.

 

„ტუბდისპანსერში მამყოფეს 2 წელიწადზე მეტხანს. აქედან გამომდინარე ვიყავი ყველა იმ ფაქტის მომსწრე. ასევე, არიან ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან, მისცენ ჩვენებები.  მე დღესვე  მოვყვები ყველა იქ ნანახ დანაშაულზე. მაგალითად ხათუნა კალმახელიძეზე,  ორჯერ პირადად დაესწრო ჩემს წამებას. იმედი მაქვს, ყველა მათგანი სათანადოდ დაისჯება", -აღნიშნა ახალკაცმა. 


ყოფილი პატიმრის ინფორმაციით, სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით იხდიდა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, თუმცა  რეალურად სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაპირისპირების გამო დაიწყო მის  წინააღმდეგ პროვოკაციები და ამიტომ დააკავეს.

 

 

წყარო: primenewsgeorgia.ge

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner