logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: თუ ვინმეს ამ ჩანაწერის გავრცელება აწყობდა, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“!
- +

29 სექტემბერი. 2016. 03:53



იურისტი, სოფო ხორგუანი „youtube"-ზე გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერს გადაცემა 2030-ში აფასებს და აღნიშნავს, რომ საქმის გამოძიებისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.


„ეს არის მასალა, რომელიც გავრცელდა, მაგრამ მხოლოდ ეს მტკიცებულება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პროკურატურამ კონკრეტულ პირებს ბრალი წაუყენოს, ან სასამართლომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. ამ ქვეყანაში სტანდარტი შეიცვალა და ბრალის წასაყენებლად აღიარებითი ჩვენება, ან ერთი ტიპის მტკიცებულება საკმარისი არ არის. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ჩანაწერის შინაარსი საკმარისია იმისთვის,  რომ კონკრეტულ პირებს ბრალი წაუყენონ.

 

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უცხოელ პარტნიორებს  პროცესში ჩართვა სთხოვეს და საქმის გამოძიებისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. არც შს მინისტრისგან და არც პროკურატურისგან პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება არ გაკეთებულა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი  სამართალდამცველები მაღალი სტანდარტებით მოქმედებენ და კონკრეტულ პირებს გასაუბრებას სთავაზობენ. ეს პირები კი, უარს ამბობენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კითხვებს უპასუხონ. ეს ფაქტია, რაზე დაყრდნობითაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს პოლიტიკური ძალა დაბალი სტანდარტებით მოქმედებს", - განაცხადა ხორგუანმა.


როგორც იურისტმა აღნიშნა, ჩანაწერის გავრცელება „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობდა.

 

„თუ ვინმეს ამ ჩანაწერის გავრცელება აწყობდა, ეს „ნაციონალური მოძრაობაა". 2 კვირის წინ გავიგეთ, რომ არსებობს ინფორმაცია დესტაბილიზაციის გეგმის შესახებ. შესაძლებელია, უსაფრთხოების სამსახური კანონიერად უსმენს გარკვეულ პირებს და აქვს კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, რომლის  გასაფუჭებლად და გასაცამტვერებლადაც მსგავსი ჩანაწერი გაავრცელა იმ ძალამ, რომელზეც ინფორმაცია არსებობს", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner