logo_geo
eng_logo
გია იაკობაშვილი: მინდა, 8 ოქტომბერს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერდიქტი საზოგადოებამ გამოუტანოს!
- +

29 სექტემბერი. 2016. 04:11


 

„სააკაშვილის თანაგუნდელებთან საუბარი სუს-ის მიერაა ჩაწერილი თუ თავად მათ ჩაიწერეს, პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის" ჭეშმარიტი სახე და მიზანი გაურკვეველი იყო და ასეთი ჩანაწერები მათზე მხოლოდ დადებითად აისახება",  - ამის შესახებ ჟურნალისტმა, გია იაკობაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


იაკობაშვილის განცხადებით, შინაარსიდან ირკვევა, რომ ჩანაწერი თავად სააკაშვილის და მისი გუნდის მიერაა ჩაწერილი.

 

„როგორც ჩანაწერის შინაარსი გვიჩვენებს, ეს თვითონ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერაა ჩაწერილი, რაც არ მიკვირს, რადგან ჩასაძირად განწირული გემიდან როგორც წესი, ვირთხები გარბიან ხოლმე. დარწმუნებული ვარ, აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგინდება, მაგრამ სანამ ეს დადგინდება, საზოგადოება ერთ რამეზე შეთანხმებულია - „ნაციონალური მოძრაობა" არის ამის მთქმელი და მქნელი, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მათ მიერ დაგეგმილ თუ განხორციელებულ ძალადობას, რომელსაც წლების შემდეგ, რატომღაც, შეცდომა უწოდეს", - განაცხადა ჟურნალისტმა.


როგორც იაკობაშვილმა აღნიშნა, 8 ოქტომბერს „ნაციონალურ მოძრაობას" ვერდიქტს თავად საზოგადოება გამოუტანს.


„შესაძლოა, ეს ჩანაწერი მოსამართლისთვის და პროკურორისთვის მტკიცებულება არ იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტზე უფრო მნიშვნელოვანია ვერდიქტი, რომელსაც საზოგადოება არჩევნებში გამოიტანს. აქედან გამომდინარე, ჩანაწერის ავთენტურობა ხვალვე რომ დადგინდეს, წინააღმდეგი ვიქნები, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებიდან მოიხსნას, რადგან მინდა, არჩევნებზე გავიდნენ და მათ ვერდიქტი საზოგადებამ გამოუტანოს. ეს იქნება ის ლურსმანი, რომელსაც საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის" კუბოში ჩააჭედებს. ჩაქუჩი კი, 8 ოქტომბერს ბიულეტენების სახით მოგვეცემა", - განაცხადა გია იაკობაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner