„ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამწერლობისა და შრიფტის მუზეუმი გაიხსნება, რომელსაც ფონდი „ქართუ" დააფინანსებს",- ამის შესახებ 2030.news-ს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განუცხადა. როგორც კეკელიძემ აღნიშნა, მუზეუმში ქართული შრიფტის ისტორია და დამწერლობის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.
„ქართული დამწერლობა, შრიფტი ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და სავიზიტო ბარათია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია შრიფტისა და დამწერლობის მუზეუმი. სამუშაოები ხვალიდან დაიწყება და ვფიქრობ, 4-5 თვეში დასრულდება", - განაცხადა კეკელიძემ.