პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური მაჟორიტარი დეპუტატობისთვის აღარ იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას მეჭიაური სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
„მეგობრებო! მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ მხოლოდ პარტიული სიით. ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენი პარტიის მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატებს...
ამასთან, მიუხედავად საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებისა, ჩვენი პარტია თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს და მზადაა დადგეს მის გვერდით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობისას..." - წერს თამაზ მეჭიაური.