logo_geo
eng_logo
აშშ რუსეთს ურთიერთობის შეწყვეტით ემუქრება
- +

29 სექტემბერი. 2016. 10:54


სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, თუ რუსეთი ქალაქ ალეპოში ძალადობას არ შეწყვეტს, აშშ მზადაა, სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში რუსეთთან ერთობლივი მუშაობა შეწყვიტოს.


„სახლმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს მიიჩნევს პასუხისმგებლად იმ ვითარებაზე, მათ შორის იმ ბომბების გამოც, რომლებიც ქალაქის დასაბომბად გამოიყენება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.


რუსეთის ავიაციის დახმარებით სირიის არმია 19 სექტემბრიდან ქალაქ ალეპოს დაბომბვებს ახორციელებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner