logo_geo
eng_logo
ზურაბ ჯამალაშვილის დაკავების შესახებ პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს
- +

15 მარტი. 2016. 11:26


საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ზურაბ ჯამალაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც „რეპორტიორს" საგამოძიებო უწყების პრესამსახურში განუცხადეს, ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე დაკავებული ჯამალაშვილის დაკავების შესახებ პროკურატურა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.


„ამ დროისთვის გიდასტურებთ, რომ დაკავებულია ზურაბ ჯამალაშვილი. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს უწყება", - განუცხადეს „რეპორტიორს" პროკურატურაში.


არსებული ინფორმაციით, ჯამალაშვილს ბრალი უკვე წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება ფარულ ჩანაწერებს, კერძოდ კი პირადი ცხოვრების ხელყოფას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner