logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: მოხარულები ვართ, რომ UEFA-სგან მხარდაჭერა გვაქვს
- +

29 სექტემბერი. 2016. 11:01


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა UEFA-ს პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოხარულია UEFA-სგან და მისი პრეზიდენტისგან მხარდაჭერის გამო.


მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ განახორციელა. კობიაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება და უეფა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.

 

„მადლობას ვუხდი ბატონ ჩეფერინს, რომ მისი პირველი ვიზიტი UEFA-ს პრეზიდენტის რანგში განხორციელდა საქართველოში. ბოლო პერიოდში ხშირად გვქონდა შეხვედრები მასთან. ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ მისი მხარდაჭერა, რადგან ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. მოხარულები ვართ, რომ UEFA-სგან და მისი პრეზიდენტისგან მხარდაჭერა გვაქვს, ეს სჭირდება ქართულ ფეხბურთს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და უეფა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner