logo_geo
eng_logo
„ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო 7 მოედნის მშენებლობა იწყება
- +

29 სექტემბერი. 2016. 11:31



„ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო 7 მოედნის მშენებლობა იწყება. „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში 2016-2017 წლებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი აშენდება


პროექტის საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა


მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია „Autokomodex Trnava spol.sro" გაუძღვება


2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner