logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ტროტუარებზე პარკირების ადგილებს ეტაპობრივად ვაუქმებთ
- +

29 სექტემბერი. 2016. 11:41



თბილისის მერის დავით ნარმანია განცხადებით, ტროტუარებზე პარკირების ადგილებს ეტაპობრივად აუქმებენ. მისი თქმით, ეს იწვევს მძღოლების უკმაყოფილებას, ამიტომ მერია ამ საკითხს ფრთხილად უდგება.



იქ, სადაც შესაძლებელი იყო პარკირების მოხსნა და მისი სხვაგან გადატანა, ასეც გავაკეთეთ. თუცა, ჯერ კიდევ რჩება 1000-მდე ადგილი, სადაც ტროტუარზე პარკირება ხდება. ძირითადი კონცენტრირება გვაქვს ჭავჭავაძეზე და ასე იქნება იქამდე, ვიდრე არ გამოჩნდება დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობაზე იფიქრებს. 5 ადგილი უკვე გამზადებული გვაქვს და ხუთიც მზადდება დამატებით მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად, რომელიც ვაკე-საბურთალოს და ვერას მოემსახურება, რათა აქ უფრო კომფორტული იყოს პარკირება. დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება, სრულად უნდა მოხდეს ტროტუარებზე პარკირების გაუქმება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

თბილისის მერის განმარტებით, ვიწრო ტროტუარებზე თითქმის სრულად აღიკვეთა პარკინგის ზოლები, ხოლო იქ, სადაც შესაძლებელია, ფეხით მოსიარულეებიც გადაადგილდნენ და მანქანაც დადგეს, ჯერ პარკინგის ზონა დატოვებულია.


თბილისის მერი ვარაუდობს, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, მას შემდეგ რაც აშენდება მრავალსართულიანი პარკინგები, ტროტუარები სრულად გათავისუფლდება პარკირების ზონისგან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner