logo_geo
eng_logo
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა
- +

29 სექტემბერი. 2016. 11:43



საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, უსასყიდლოდ, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა.


დევნილები სახლებს თბილისსა და ხობში მიიღებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 650-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner