logo_geo
eng_logo
ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასის დაპროექტება იწყება
- +

29 სექტემბერი. 2016. 11:49



გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოთხოვნის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანის კურორტს მნიშვნელოვნად დატვირთავს არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ, 12 თვის განმავლობაში, ვინაიდან ბიატლონის მიმართულებით, სავარჯიშოდ, მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს.


„გარდა ამისა, იქ იგეგმება ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც, ვფიქრობთ, 12 თვის განმავლობაში დატვირთავს აღნიშნულ კურორტს. ეს ასევე ძალიან კარგი იქნება მიმდებარე სოფლებისთვის. რა თქმა უნდა, ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ, ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ბაკურიანში, ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების სრული წრედი იკვრება, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, რომ დაახლოებით ათწლიან პერსპექტივაში საქართველოში ოლიმპიადის ჩატარებაზე ვიფიქროთ. ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი, თუმცა საქართველოს არანაირი მზაობა არ ჰქონდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტებისა და ოლიმპიური სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ბიატლონის ტრასის, სრულიად ახალი ტრასების, ჰოკეის ახალი დარბაზის, მთელი რიგი საცხოვრებელი თუ გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობის გათვალისწინებით, ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსი ნამდვილად შეიძლება, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი გახდეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner