logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალების“ ყველა განცხადებაში ერთი და იგივე პათოსია
- +

29 სექტემბერი. 2016. 12:15



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერი, რადგან მათი აზრები ისედაც ყველასთვის ცნობილია.

 

„ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე დიდი კვლევები არ არის საჭირო და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ავთენტურია თუ არა. მათი ღია განცხადებები ნახეთ და ერთ კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი. ნახეთ მათი გაქცეული ლიდერის ღია განცხადება, რომ ეგზიტპოლები დაიდება „რუსთავი 2"-ზე და ეს იქნება ბოლო ჭეშმარიტება, თუ არა და, წარღვნის მსგავსი რაღაც მოხდება. მისი მეუღლის განცხადებაც ვნახოთ, რომ ისეთი მაგარია მიშა, რომ სოლოლაკამდე გვირაბითაც კი ჩამოვა. ეს განცხადებები და მათი დამოკიდებულება ისედაც კარგად ჩანს, ამიტომ საქართველოს მოსახლეობისთვის არ იყო მოულოდნელი ან საოცრება. მათ ყველა განცხადებაში იგივე პათოსია და მე ხშირად მითქვამს ჩემს განცხადებებში, რომ დაწყებული 2012 წლიდან ერთმანეთს ამაგრებდნენ მხოლოდ იმით, რომ გაზაფხულზე მოაწყობდნენ რევოლუციას, გაზაფხულზე არ გამოუვიდოდათ და შემოდგომაზე, ასე გადადიოდა და ერთმანეთს ამით ამხნევებდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner