logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის მშიშრების კომპლექტაცია
- +

29 სექტემბერი. 2016. 12:25



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანა „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი რეჟიმი მათი მშიშარა ხასიათიდან გამომდინარეობდა. ივანიშვილი აქვე ეხმაურება სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის აუდიოჩანაწერს და ამბობს, რომ პროკურატურამ რომც არ დაადასტუროს მისი ავთენტურობა, „ნაციონალები" თავად იტყვიან, ავთენტურიაო.

 

„პროკურატურამ ამ ჩანაწერის ავთენტურობა რომ არ დაადასტუროს, ალბათ გამოვლენ თვითონ და იტყვიან, ეგ როგორ, ავთენტურია, ნამდვილად ვილაპარაკეთო! ამით რეკლამას იკეთებენ, რამეთუ მათ სხვა გზა აღარ დარჩათ. თავიანთი ხელწერა ვერ შეცვალეს, არ აქვთ ამისი ნიჭი, ამის რესურსი და ამითვე ამაგრებენ, რითაც იყვნენ მოსულები. ქვების სროლით მოვიდნენ, ყველას ახსოვს  და ძალადობით იყვნენ ცნობილები. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტშია და ღია განცხადებებშიც კი კარგად ჩანს მათი პოზიციები. ასე რომ, ჩანაწერის ავთენტურობის დამტკიცებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მხოლოდ ამით ამხნევებენ ერთმანეთს, რომ ეს ნარჩენი გუნდი მივიდეს როგორმე ბოლომდე არჩევნებამდე და იქნებ საოცრება მართლაც მოხდეს და მათი მშიშარა ლიდერი უცებ გახდეს გმირი. „ნაციონალური მოძრაობა" არის მშიშრების კომპლექტაცია და ამ ფონზე არიან ერთად შეყრილი და ის ძალადობა, რასაც სჩადიოდნენ, შიშზეა დაფუძნებული. ვინც ცოტა ფსიქოლოგია იცის, ყველა მოძალადე მშიშარაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner