logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილს კარგი საკანი ელოდება, ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ
- +

29 სექტემბერი. 2016. 12:34

 


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წინსვლაა და შესაბამისად, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემთხვევაში, კარგი საკანი დახვდება. ამის შესახებ ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.



„ჩვენ არც ისე შორს ვართ უკვე ევროპიდან ამ მხრივ და ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ სააკაშვილს. კარგი საკანი ელოდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის საკუთარი რეიტინგი. იციან, რომ არაფერი გაყალბდება. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ", -აღნიშნა ივანიშვილმა. 





 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner