logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალებზე“: ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი მათივე გავრცელებულია
- +

29 სექტემბერი. 2016. 12:38

 


ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება. მისი თქმით, მათ ამ გზით უნდათ, რომ თავიანთ თანამოაზრეებს არჩევნებამდე რაღაც იმედი დაუტოვონ.


„ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ საოცრება მოახდინოს არჩევნებზე, მაგრამ მათ რეალობა ძალიან კარგად იციან და საქართველოს მოსახლეობასაც ვეტყვი, რომ ეს ცხრა დღეც მოვითმინოთ და დასრულდება.  ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს, ეს არ იყო არჩევნები, ახლა ომი უნდა მოვიგოთ, პირობითად. ვერავინ ვერ იტყვის დღეს, რომ არჩევნები გაყალბდება, გარდა „ნაციონალების" აგონიური გამონათქვამებისა. იდეალური საარჩევნო სიტუაციაა. არავის თავში აზრად არ აქვს სახელისუფლებო გუნდიდან, რომ შეიძლება არჩევნებში რამე ყალბი მოხდეს. კარგი განწყობა აქვთ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც, ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადებაც, რომ ნეტავ ამერიკაში იყოს მსგავსი სიტუაციაო. ძალიან დაბალანსებული სიტუაციაა ყველანაირად. „ნაციონალური მოძროაბის" ისტერიკები გასაგებია. ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი მათივე გავრცელებულია, რამეთუ ამით უნდათ, რომ თავიანთ თანამოაზრეებს ამ ცხრა დღის განმავლობაში იმედი დაუტოვონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner