logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალებს“ ჰყავთ დაქირავებული ქალბატონები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ
- +

29 სექტემბერი. 2016. 12:48

 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს დაქირავებული ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში სპეციალურად ავრცელებენ დეზინფორმაციებს.


„ნაციონალებს" ჰყავთ დაფუძნებული სამსახურები, ეს საყურადღებოა საზოგადოებისთვის. ძალიან ბევრი ჩემი თანამშრომელი ბიზნესცენტრში მომუშავე და „ქართუდანაც", ვინც მეტროთი და ავტობუსით მგზავრობს, ამბობენ, რომ ნაციონალები მასიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების შემდეგ სამედიცინო დაზღვევა აღარ იქნება. ამის ოსტატები არიან, სიცრუე როგორ გაავრცელონ. ძალიან ბევრი ამას სერიოზულად იღებს. „ნაციონალებს" ჰყავთ დაქირავებული დაახლოებით 100 ქალბატონი, თუ უფრო მეტი არა, რომლებიც გაჩერებაზე თუ ტრანსპორტში ლაპარაკობენ ერთმანეთში, რომ ვიღაც გაიქცა და რაღაც ხდება. ეს სამსახურიც მათ დააფუძნეს. ყვარყვარიზმი უნდა დასრულდეს და დასრულდება 9 დღის შემდგომ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner