logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ სოციალურ პრობლემებზე მიმართული ბიუჯეტი გვაქვს
- +

29 სექტემბერი. 2016. 12:50


 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდისთვის ქვეყანას ყველა პირობა აქვს შექმნილი.


 

„სოციალური ფონი დღეს ნამდვილად მძიმეა. მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს ეკონომიკა და ინვესტიციები უფრო მეტად შემოვიდეს ქვეყანაში. ამ მხრივ ვერავინ შენიშვნას და კრიტიკას ვერ აკეთებს, რომ შეეძლო და ვერ გააკეთა.

 

ჩვენ სოციალურ პრობლემებზე მიმართული ბიუჯეტი გვაქვს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბიუჯეტის ანალიზი. ჯანდაცვის კუთხით რომ ვთქვათ, ელემენტარული უმნიშვნელო ოპერაციების გამო ადამიანები იხოცებოდნენ და ვერ მკურნალობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაკეთდა სოფლის მეურნეობის მხრივ.

 

ოთხი წლის შემდეგ საქართველოში გაჭირვებულები, რა თქმა უნდა, იქნებიან, მაგრამ მათი რიცხვი იქნება ნაკლები. ჩვენ ეკონომიკის კუთხით ტემპები უნდა გავზარდოთ, რაზეც გიორგი კვირიკაშვილი და „ქართული ოცნება" საუბრობს. დღეს ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს.

 

ეკონომიკის ზრდის შეჩერების ერთადერთი მიზეზი გარე შოკებია, ქვეყნის შიგნით ეკონომიკის გაზრდის მზაობა ნამდვილად არსებობს. იმედი მაქვს, სიტუაცია დალაგდება და ჩვენი ეკონომიკაც გაიზრდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner