„არ იფიქროთ, რომ ჩვენ უარი გვეთქვას ჩვენს თანამოქალაქეებზე. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ. უამრავი მეთოდი არსებობს, რომ კაცის მკვლელებსაც ცდილობენ, გამოიყვანონ და საზოგადოების წევრებად გახადონ", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ისინი უნდა ჩავქოლოთ, ან რაღაც უბედურება დავმართოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ კანონის უზენაესობა აღიარონ, რომ სახელმწიფოებრიობა აღიარონ და დაემორჩილონ ამას. ეს მოხდება არჩევნების მერე",- განაცხადა ივანიშვილმა.