logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალებმა“ იციან თავიანთი რეიტინგი და ისიც, რომ არავინ არაფერს გააყალბებს
- +

29 სექტემბერი. 2016. 12:59

 


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად.



„საზოგადოება თუ მათ გამონათქვამებს უყურებს და უკრაინაში გაქცეული  ყვარყვარე რომ იქიდან იმოძღვრება და იძახის, რომ წარღვნას მოაწყობს, გვირაბებს უთხრის მისი მეუღლე. სხვათაშორის, ჩვენ სასჯელაღსრულების სისტემით არც ისე შორს ვართ უკვე ევროპისგან და ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ მის მეუღლეს. კარგი, გამართული საკნები გვაქვს. მას ძალიან კარგი საკანი ელოდება და ძალიან ცუდ დღეში არიან. მათ იციან რეიტინგი, იციან რეალობა, რაც ხდება, ისიც იციან, რომ არავინ არაფერს არ გააყალბებს და ისიც იციან, რომ მათ არაფრის რესურსი არ აქვთ. ისევ რიყის ქვებით თუ შემოვლენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner