logo_geo
eng_logo
იანოშ ჰერმანი: მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც შოკირებული იყო!
- +

15 მარტი. 2016. 11:50


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა  პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი განცხადებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ასევე შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში.


შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც შოკირებული იყო, რომ ასეთი მასალები დაიდო და ვეთანხმები იმ საზოგადოებრივ მოსაზრებას, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ასევე შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში.

 

ამ საკითხზე გაერთიანდა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქე და სასურველი იქნება, რომ ასეთი ერთიანობა ამ საკითხის მიმართ მომავალშიც გაგრძელდეს", - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner