logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გაქცევაში მყოფი ყვარყვარე უკრაინიდან იმოძღვრება
- +

29 სექტემბერი. 2016. 13:01


 

„საზოგადოება თუ მათ გამონათქვამებს უყურებს, ის ბელადი უკრაინიდან, გაქცევაში მყოფი ყვარყვარე იქიდან იმოძღვრება, სიტყვებს ხმარობს, რაღაც გვირაბებს უთხრის თავისივე მეუღლე", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.  

 

რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას, ივანიშვილი შემდეგნაირად პასუხობს:

 

„სხვათაშორის, ჩვენ არც ისე შორთ ვართ ევროპისგან ამ მხრივ, სასჯელაღსრულების სამინისტროს მოვიყვან მხედველობაში, რომ ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ სააკაშვილს. კარგი, გამართული საკნები გვაქვს. სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner