ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე განაცხადა, რომ კანონი იმოქმედებს შესაბამისად და მკვეთრი მოქმედებები ქვეყნისთვის არ იქნება სასიკეთო.
„ავთენტურობა თუ დადასტურდა, სახელმწიფომ ამას უნდა მისცეს სწორი მიმართულება. ამის ძირითადი ავტორები ისედაც დევნაში არიან სხვადასხვა ბრალდებების გამო, ამიტომ, მათ არ დაუმძიმდებათ ზედმეტად მდგომარეობა, მაგრამ სახელმწიფომ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. რაც შეეხება არჩევნებიდან მათ მოხსნას, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რაიმე მკვეთრი მოქმედებისა და უკიდურესი გამოვლინების მათ მიმართ. შეიძლება, მათი გუნდიდან უმეტესობა ამას იმსახურებს, მაგრამ ეს არ მოუხდება მთლიანად ქვეყანას, არ მოუხდება ჩვენს მომავალს და მე ვთხოვდი ამის მსურველებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი მკვეთრი განცხადებებისგან. კანონმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, სასამართლომ და ეს მძიმე ქმედებები საზოგადოების მხრიდან არც უნდა გავივლოთ თავში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.