logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ყველაზე მეტად დაზარალებული „ნაციონალური მოძრაობისგან“ ირაკლი ოქრუაშვილია
- +

29 სექტემბერი. 2016. 13:07

 


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას  ირაკლი ოქრუაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირებაზე ისაუბრა.



„ირაკლი ოქრუაშვილი ჩემგან გარანტიებს არ საჭიროებდა. ყველაზე მეტი დაზარალებული და გაღიზიანებული „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებისგან  სწორედ ოქრუაშვილი გახლდათ. ამიტომ არანაირ მოტივაციას და გარანტიებს ირაკლი ოქრუაშვილი არ საჭიროებდა და დღემდე  ოქრუაშვილი მათი წინააღმდეგ იბრძვის.

 

 

რაც შეეხება კახა კალაძის და ირაკლი ოქრუაშვილის დაპირისპირებას,  ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner