ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის წინააღმდეგია, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და კანონის გარეშე ვინმე დაისაჯოს.
„ჩემი დამოკიდებულება არის, რომ უკანონოდ და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არავინ არ გასამართლდეს და ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. მათ ეს გააკეთეს, შედეგი მივიღეთ ჩვენ და ვნახეთ. ჩვენ კულტურული საზოგადოება ვართ და ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. როგორც „ნაციონალები" მოვიდნენ ქვების სროლით, ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.