logo_geo
eng_logo
23 სექტემბრის შემდეგ ალეპოს დაბომბვის შედეგად 96 ბავშვი დაიღუპა
- +

29 სექტემბერი. 2016. 13:10


 

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 სექტემბრის შემდეგ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად სულ მცირე 96 ბავშვი დაიღუპა და 223 დაშავდა.



ორგანიზაციის ცნობით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, უმძიმესი სიტუაციაა შექმნილი. აღნიშნულ რაიონში დარჩა მხოლოდ 30 ექიმი, არსებობს სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი, დაშავებულთა რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება.



ბავშვებზე ძალადობას და ადამიანის სიცოცხლის სრულ უგულებელყოფას არანაირი გამართლება არა აქვს. ბავშვების ტანჯვა ყველაზე ცუდი რამ არის, რაც კი გვინახავს", - განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ჯასტინ ფორსაიტმა.

 

 

იუნისეფ-ში აცხადებენ, რომ ხშირად ბავშვები იღუპებიან იმის გამო, რომ აღჭურვილობისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner