logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დევნილი ოჯახების ნაწილზე მცირე გრანტების გაცემა იგეგმება
- +

29 სექტემბერი. 2016. 13:11



ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დევნილი ოჯახების ნაწილზე მცირე გრანტების გაცემა იგეგმება.

მისი თქმით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზიციამ 810 000 დოლარის ოდენობით დააფინანსა სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.



ეს არის გრანტები, რომელიც დევნილებს მიეცემათ, ძირითადად, სოფლებში და მათ შეეძლებათ საქონლის ყიდვა, ხეხილის, ვენახის დარგვა, მრავალწლიანი კულტურების დათესვა, ფუტკრის მოშენება და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყიდვა. ეს არის გრანტი, რომლის 80% დაფინანსდება ამ თანხიდან, ხოლო 20%- თვითონ ბენეფიციარები დააფინანსებენ. ეს ძირითადად განკუთვნილია მოწყვლად ოჯახებზე, ანუ: მარტოხელა მშობლის ოჯახი 18 წლამდე შვილებით; ოჯახი შეზღუდული შესაძლებლბის მქონე წევრით, თუ პირველი და მეორე კატეგორიის; 25 წლამდე ახალგაზრდის ოჯახი, თუ მას არ ჰყავს მშობლები; ხანდაზმული პირის მიერ მართული ოჯახი, როდესაც ბებია ან ბაბუა უვლის მცირეწლოვან შვილიშვილებს", - განაცხადა სუბარმა.



მისივე თქმით, ბენეფიციარებს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელშიც როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. ერთ ოჯახზე გრანტის რაოდენობა 2500 ლარს შეადგენს, ჯგუფის (3 და მეტი ოჯახი) შემთხვევაში კი - 5 000 ლარს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner