logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხალხი ბიზნესმა უნდა დაასაქმოს
- +

29 სექტემბერი. 2016. 13:25


 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას საბანკო სისტემის განვითარებაზე და იპოთეკარებზე ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღეს საბანკო სისტემა სანიმუშოა.



„დღეს საბანკო სისტემა ერთ-ერთი წარმატებულია ქართულ ეკონომიკაში. იპოთეკარებს შემიძლია მხოლოდ თანავუგრძნო.  მათი დახმარება ძალიან რთულია. ბიუჯეტი ნებისმიერი ადამიანის აღებულ ვალებს ვერ გაისტუმრებს, ეს რაც შეეხება იპოთეკარებს.

 

ზოგადად საბანკო სისტემაზე დამოკიდებულება თითქოს ცუდია და რაღაც მოხერხება სჭირდება. ვინც ეკონომიკა იცის, ჩვენს ბანკებს საბანკო ბირჟებზე მაღალ შეფასებას აძლევენ, ბანკების საქმიანობა ეკონომიკის განვითარებისთვის სისხლძარღვებივით არის.

 

თუ საბანკო სისტემა ჩამოყალიბებული და ჯანსაღი არ  იქნება, სხვა ბიზნესი ძალიან რთულად განვითარდება. შესაბამისად, დღეს საბანკო სისტემა საამაყოდ არის განვითარებული.

 

სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას. დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ ჯანსაღი უნდა გვქონდეს.

 

მთავრობამ ბიზნესის გასავითარებლად პირობები უნდა შექმნას და ხალხი ბიზნესმა უნდა დაასაქმოს. ბიზნესმენებისადმი დამოკიდებულება ჯანსაღი და ნორმალური უნდა იყოს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner