ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას პროკურატურის მუშაობაზე ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღეს პროკურატურა ობიექტურია და წარმატებულია.
„პროკურატურა დღეს ძალიან წარმატებულია. კარგად მახსოვს რა პრობლემებიც იყო. კუბლაშვილის სასამართლო პროკურატურას მუშაობის საშუალებას არ აძლევდა და ყველაზე მეტად საქილიკო იმ პერიოდში პროკურატურა იყო.
დღეს პროკურატურა წელში გამართული და ძალიან წარმატებულია. ცალკეული გადაცდომები ყველა ქვეყანაში ხდება და შესაძლოა, ჩვენთანაც მოხდეს. მაგრამ, დღეს პროკურატურა არის ობიექტური და მაქსიმალურად ცდილობს თავის როლი შეასრულოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.