logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ ჩადგება ქარიშხალი
- +

29 სექტემბერი. 2016. 13:31



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შემდეგ ჩაწყნარდება, რადგან მიხვდება, რომ არაფერი გამოუვიდათ.


„ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ამაგრებდა არჩევნებამდე ამ განცხადებებით, მაგრამ მათ არაფრის თავი არ აქვთ. 9 დღეც მოვითმინოთ და 9 დღის შემდეგ ჩადგება ქარიშხალი. არჩევნების შემდგომ საბოლოოდ ჩაწყნარდებიან და ვეღარ გაამაგრებენ ერთმანეთს. არჩევნების შემდგომ ჩვენ მივიღებთ იმას, რასაც 2012 წელს ელოდებოდა საზოგადოება. „ნაციონალური მოძრაობა" ჩაწყნარდება, ნახავენ, რომ არაფერი არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ და  მივიღებთ აბსოლუტურად დაბალანსებულ ქვეყანას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner