ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები ადამიანების ყოფაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მათზე განსაკუთრებით ზრუნავს.
„როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასტან ახლოს მცხოვრები ადამიანების ყოფა შეგვემსუბუქებინა - გაზის გაყვანა, წყლის სისტემების აღდგენა, ამბულატორიების გახსნა. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ამ ადამიანებს ამ ყოფაში ცხოვრება შეუმსუბუქოს.
ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს იმ ადამიანებს, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას იღებენ, იმის ფარგლებში, რა შესაძლებლობაც ბიუჯეტს აქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა.