ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძემ რეკორდი დაამყარა. მისი თქმით, ამხელა იუმორი პოლიტიკაში არავის შემოუტანია.
„ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. გინესის წიგნში წევრები გვყავს რამდენიც გინდათ, მაგალითად მარგველაშვილი - მოვიდა თუ არა მეორე დღესვე საკუთარ გუნდს დაუპირისპირდა. ბურჭულაძემაც რეკორდი დაამყარა. ამხელა იუმორი პოლიტიკაში არავის შემოუტანია. ასე მოკლე დროში კაცმა თავი გაიფარჩაკოს, იშვიათია. მის განცხადებებს სერიოზულად ვერ ვუპასუხებ. მოვუწოდებდი, არ ეცრუა. საოცრებებს ახერხებს ყოველ დღე. ანეკდოტები დადის მასზე. ბოლო ანეკდოტი იყო, „მან პარტია შექმნა თუ დამკრძალავი ბიუროო..." წრეს დაარტყამენ, მიდიან და გამოდიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.