logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ფულს კვირიკაშვილი ციდან ვერ მოიტანს
- +

29 სექტემბერი. 2016. 13:57



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  საქართველოში სოციალური ფონი მძიმეა. თუმცა, მისი თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა და გაჭირვებულთა რაოდენობა შემცირდება.


სოციალური ფონი მძიმეა. 2012 წელს რომ გეკითხათ, პრინციპულად შეიცვლება თუ არა სოციალური ფონი 2016 წელს, გეტყოდით, რომ ვერა. თუმცა, ჯანდაცვის შესაძლებლობა გაჩნდა, ხალხი იხოცებოდა და ვერ მკურნალობდა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაკეთდა, თუმცა ცოტაა. თუ მკითხავთ, იქნება თუ არა 4 წლის შემდეგ სოციალურად დაუცველები და გაჭირვებულები? რა თქმა უნდა, იქნებიან, თუმცა, იქნება ნაკლები რაოდენობა. ტენდენცია იქნება შენარჩუნებული. ტემპები უნდა გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის. ეს არის ძალიან რეალური და ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი", - განაცხადა ივანიშვილმა.


რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შესახებ შეკითხვას, ივანიშვილის თქმით, მეთოდიკა იცვლება.


ბიუჯეტის ანალიზი ჟურნალისტების და საზოგადოების დონეზე უნდა ვისწავლოთ. სამჯერ და ოთხჯერ გაიზარდა სოციალურ მიმართულებებზე ბიუჯეტი. საქართველოში ალბათ 1% თუ არ იტყვის უარს სოციალურ დახმარებაზე, იმდენად არ არის მაღალი ცხოვრების პირობები. მეთოდიკა იცვლება, იხვეწება. ფულს კვირიკაშვილი ციდან ვერ მოიტანს. ჩვენ ბიუჯეტის ანალიზი უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, 2012 წელს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა „ნაციონალურმა მოძრაობა" საარჩევნო ტრიუკის გამო ნახევარი მილიონით გაზარდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner