logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ გვაქვს დიდი ისტორია და ვართ ევროპელები
- +

29 სექტემბერი. 2016. 14:05



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას  სოციალიზმის და კომუნიზმის თემას შეეხო. ივანიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ არჩევანზე და აღიშნა რომ საქართველო მალე დაიკავებს განვითარებულ და წარმატებულ ევროპის ქვეყნებს შორის ადგილს.




„სოციალიზმის და კომუნიზმის იდეა, საუბედუროდ, იყო მცდარი და მას ეწირებოდა ძალიან ბევრი ხალხი და არ იყო ჰუმანური. მარქსიზმის იდეა ყველა ქვეყანამ უარყო და მან უაღრესად ცუდი გამოვლინება პოვა საბჭოთა კავშირში. ადამიანებს ყველანაირ უფლებებს ართმევდნენ.

 

ჩვენ მალე უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ თუ ევროპელობა გვინდა, ადამიანის თავისუფლებასთან რაც დაკავშირებულია, ეს ყველაფერი უნდა გავითავისოთ.

 

ჩვენ გვაქვს დიდი ისტორია და ვართ ევროპელები. ამიტომ ჩვენ ჩვენს ადგილს დავიკავებთ  განვითარებული და წარმატებული ევროპული ქვეყნების გვერდით", - აღნიშნა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner